გონიო, ხელვაჩაური
შემთხვევითი აღმოჩენა
ზომა: 4.8X18.8 სმ
ოქრო
მასიური. პირის შიდა კალთა ოდნავ მომრგვალებულია, ტანისაგან ჰორიზონტალური ღარით გამოყოფილია. საკმაოდ ღრმა ტევადობის ფიალა მთლიანად კანელურებითაა დაფარული. ქუსლი რგოლისებრი, ოდნავ ამობურცული ფსკერი და ძირის გარეთა ზედაპირი სადაა. როგორც შიდა, ისე გარეთა ზედაპირზე თითო წერტილი და ირგვლივი წრეხაზები მოჩანს, რაც ჩარხზე დამაგრებისა და ბრუნვის მაჩვენებელი უნდა იყოს. მსგავსი ფიალა აღმოჩენილილია ბაქტრიაში.
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის კოლექცია ინვ. № 1: 12-105;
ბიბლიოგრაფია:
ლორთქიფანიძე ოთარ, მიქელაძე თეიმურაზ და ხახუტაიშვილ დავითი, გონიოს განძი, თბილისი, 1980: 11-12, სურ. 13-14; კახიძე ამირან, შალიკაძე თამარი და ფარტენაძე თამარი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის განძი, კატალოგი, ბათუმი, 2015: 63, სურ. 84-85.